მზად ხართ მიიღოთ დაუვიწყარი და მძაფრი ემოციები? წარმოიდგინეთ 118 მეტრის სიმაღლეზე, აჭარის მთების ულამაზეს ბუნებაში, 512 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული ზიპლაინის ტური, რომლისგანაც მიღებული შთაბეჭდილებები დიდ ხანს გაგყვებათ. ზიპლაიანი მახუნცეთის ჩანჩქერის თავიდან იწყება და თამარის ხიდის ბოლოს სრულდება. გზად თქვენ გადაუვლით ულამაზეს ჩანჩქერს, თვალწარმტაც მთებს, აჭარისწყლის მდინარეს, აწჰეს. მახუნცეთი ზიპლაინი 1 ზიპლაინს და 2 ბაგირს მოიცავს.
ზიპლაინ ტურები უსაფრთხოების ყველა წესისა და ნორმის დაცვით მიმდინარეობს.
პროცესს მართავენ პროფესიონალი, სერტიფიცირებული ინსტრუქტორები, რომლებიც ტურის მონაწილეებს საჭირო ინსტრუქტაჟს უტარებენ.
სრულად უზუნველყოფილია ზიპლაინის ტექნიკური უსაფრთხოებაც. სპეციალური მაგნიტური გორგოლაჭების დახმარებით ხდება სიჩქარის დაბალანსება, სამუხრუჭე სისტემა სრულად გამართული და დაცულია. გარდა ამისა, ტურის საწყის და დასრულების წერტილებში მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო კონტროლი, რათა სრულყოფილად მოხდეს უსაფრთხოების მონიტორინგი.
ზიპლაინზე დასაშვები
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 599 790 163 (WhatsApp/Viber); +995 555 551 170
მისამართი: სოფ. მახუნცეთი, აჭარა, საქართველო
სამუშაო საათები: ყოველდღე, დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
ფასი: 70 ლარი / 1 ადამიანი
საფასური მოიცავს სპეციალურ სამთო ტანსაცმელს/ჟილეტს, რომელიც მიმაგრებულია ზიპლაინზე და ჩაფხუტს.
თანხის გადახდა შესაძლებელია, როგორც ბარათით, ისე ნაღდი ფულით.