იმისთვის, რომ თქვენი გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნო და განსაკუთრებული გავხადოთ, გთავაზობთ დამატებით სერვისებს.

ტრანსპორტირების სერვისი

თქვენი ექსტრემალური გამოცდილების კომფორტული და სასიამოვნო დასაწყისისთვის, გთავზობთ ბათუმიდან მახუნცეთამდე ტრანსპორტირების სერვისს. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით.

ზიპლაინ-სელფი

ზიპლაინის მარშრუტი აღჭურვილია ფოტოხაფანგებით, რომლებიც ყველაზე დასამახსოვრებელ, სახალისო და სოციალური მედიისთვის სასურველ კადრებს აფიქსირებს. სურვილის შემთხვევაში ფოტოხაფანგის კადრებს ელექტრონულად მიიღებთ.

რაფტინგი

თუკი ზიპლაინთან ერთად, დამატებითი ექსტრემალური შეგრძნებები მოგესურვებათ, გთავაზობთ რაფტინგის მომსახურებას.  რაფტინგის 7 კილომეტრიანი მარშრუტი თამარის ხიდიდან იწყება და რესტორან ჭადრებთან სრულდება. სრული ტური 20-25 წუთი გრძელდება და გზად ულამაზეს სანახაობებს გთავზობთ. დაშვების პროცესში პროფესიონალი ინსტრუქტური მონაწილეობს.

  • რაფტინგის ნავების ტევადობა:  6 -12 ადამიანი 
  • ფასი მოიცავს კასკას და საცურაო ჟილეტს.
  • მინიმალური ასაკი: 6 წელი

ღვინის ტური

ქედა აჭარის  მეღვინეობის ცენტრია, სადაც უნიკალური ყურძნის ჯიშებია გავრცელებული. თუკი ექსტრემალური გამოცდილების შემდეგ,   ჭიქა ღვინის დაგემოვნებას და დასვენებას გადაწყვეტთ, შერვაშიძის ღვინის მარანი შესანიშნავი არჩევანი იქნება.  აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ 12 სახეობის ღვინო. სურვილის შემთხვევაში  მარანი განთავსების სერვისსაც გთავაზობთ.